მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად და მათთვის მეტი ფინანსური მოქნილობის შესაქმნელად, თიბისიმ კიდევ ერთი ახალი ფუნქციონალი დანერგა – მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ დოლარში ან ევროში განხორციელებული საერთაშორისო ტრანზაქციის თანხა ანგარიშზე სრულად დაიბრუნონ და შემდეგ, თიბისი განაწილებით დაფარონ. საერთაშორისო ტრანზაქცი…
Forbes Georgia · 2026-10-01
მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად და მათთვის მეტი ფინანსური მოქნილობის შესაქმნელად, თიბისიმ კიდევ ერთი ახალი ფუნქციონალი დანერგა – მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ დოლარში ან ევროში განხორციელებული საერთაშორისო ტრანზაქციის თანხა ანგარიშზე სრულად დაიბრუნონ და შემდეგ, თიბისი განაწილებით დაფარონ.
საერთაშორისო ტრანზაქციის განაწილების პროცედურა მარტივია: ნივთის ან მომსახურების შეძენის შემდეგ, მობაილბანკში, ტრანზაქციების ველში, პოულობთ განხორციელებულ ტრანზაქციას და ირჩევთ – „ტრანზაქციის განაწილება“.
შედეგად, თანხა ეროვნულ ვალუტაში ავტომატურად ბრუნდება ანგარიშზე და თქვენთვის სასურველ პერიოდზე, 4-დან 36 თვემდე, ნაწილდება . განაწილების საკომისიო თვეში 1%-ია , ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი – 23. 4%-დან . საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების ფუნქციონალის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის გადახდაზე – იქნება ეს ონლაინ შოპინგი, სასტუმროს ჯავშანი, ავიაბილეთის შეძენა თუ სხვა საერთაშორისო…