პროკურატურის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული და მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. უწყება ამბობს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ უკვე დაამტკიცა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
Netgazeti · 2026-10-23

მიქაუტაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი: პროკურატურა აცხადებს, რომ მიქაუტაძემ ითანამშრომლა გამოძიებასთან, „მოინანია“, აანაზღაურა ზიანი და უწყებას საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მიმართა.
„პროკურატურამ მსჯავრდებულ რომეო მიქაუტაძის მიერ ბრალის აღიარების, ზიანის ანაზღაურებისა და თანამშრომლობის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე “, – წერია განცხადებაში. გარდა ამისა, პროკურატურა ამბობს, რომ რომეო მიქაუტაძემ სრულად აანაზღაურა შპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ მიყენებული ზიანი 114 658,08 ლარის ოდენობით. 25 წელია ვწერთ…