ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფ…
Netgazeti · 2026-09-29
ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს.
ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პოლიტიკური მდგენელის არსებობის რისკის შემცველი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების მონიტორინგის ფარგლებში ჩორჩანას საგუშაგოს საქმე შეისწავლა . საია-ს შეფასებით, გიორგი გახარიას მიმართ ჩორჩანას ეპიზოდზე დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა ვერ შეფასდება მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების გადამეტების ვიწრო ჭრილში. საქმე უკავშირდება საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოსახლეობის უსაფრთხოებასა და…