ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფ…
Netgazeti · 2026-09-30
ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს.
ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.
ერთმა სინდისის პატიმარმა ციხე დატოვა. გელა ხასაია თავისუფალია და ახლა ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. თუმცა არა მგონია, რომელიმე იმ ადამიანს, რომელიც გელას ციხესთან სიხარულის ცრემლებით დახვდა, სამართლიანობის აღდგენის განცდა ჰქონდეს. გელა ხასაია იყო სინდისის პატიმარი, რომელმაც ციხეში სრული ერთი წელი გაატარა და რომელზეც მთელი მისი საქმის განხილვის მანძილზე ამბობდნენ — „ბიჭი, რომელსაც საქმეში მოტეხილი ხელი ჩაუდეს. “ 2026 წლის 8 მაისს სასამართლოდან ასეთი ამბავი მოგიყევით: „ეს იყო ძალიან მძიმე, ძალიან რთული, მაგრამ აუცილებელი…