ალბანეთის ხელისუფლებას ქვეყანაში არსებულ არასტაბილურ სიტუაციაზე უცხოური გავლენის, კერძოდ, მასობრივ პროტესტებში რუსეთისა და ირანის ჩარევის მტკიცებულებები აქვს, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ. „ჩვენ გვაქვს უცხოური ჩარევის მრავალი მტკიცებულება… ნიღბების მიღმა იმალებიან ყველა ისინი, ვინც ალბანეთს ბოროტებას უსურვებს, ვინც…“
Minval · 2026-10-18
ალბანეთის ხელისუფლებას ქვეყანაში არსებულ არასტაბილურ სიტუაციაზე უცხოური გავლენის, კერძოდ, მასობრივ პროტესტებში რუსეთისა და ირანის ჩარევის მტკიცებულებები აქვს, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ.
„ჩვენ გვაქვს უცხოური ჩარევის მრავალი მტკიცებულება… ნიღბების მიღმა იმალებიან ყველა ისინი, ვინც ალბანეთს ბოროტებას უსურვებს, ვისაც ალბანეთის მხოლოდ საკუთარი თავისთვის ჩგდება სურს“, – განაცხადა რამამ. პრემიერის თქმით, ხელისუფლება სოციალურ ქსელებში აქტივობასა და დეზინფორმაციის გავრცელებას სწავლობს.
„ჩვენ გვაქვს უამრავი ინფორმაცია სოციალურ ქსელებში უცხოური ძალების ჩარევის შესახებ. მათ შორის, ვინც ამის უკან დგას, ირანიც არის“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. შიდა სიტუაციაზე რუსეთის გავლენაზე საუბრისას, რამამ კრემლის იდეოლოგის ალექსანდრე დუგინის პუბლიკაცია ახსენა, რომელმაც ალბანეთში პროტესტი გამოხატა. რამამ ასევე განაცხადა მთავრობის შენობაზე უპილოტო საფრენი აპარატის შესაძლო თავდასხმის…