ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფ…
Netgazeti · 2026-10-01
ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს.
ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.
ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ 1 ოქტომბერს დაწესებულ სანქციებში მოხვდა რუსი პოლიტიკური კონსულტანტი სერგეი ტოლმაჩევი, რომელიც 2025 წელს აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში ბადრა გუნბას საარჩევნო კამპანიაზე მუშაობდა. ტოლმაჩევის აფხაზეთში მუშაობის შესახებ დეტალურად წერდა რუსული დამოუკიდებელი გამოცემა Meduza. მისი ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკურ ბლოკში სერგეი კირიენკოს დაევალა აფხაზეთის ე. წ. არჩევნებში ბადრა გუნბას მხარდაჭერა, ხოლო გუნბას კამპანიის შემუშავებაზე კირიენკომ კრემლთან…