ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფ…
Netgazeti · 2026-09-28
ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს.
ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.
პოლონეთი საჰაერო თავდაცვის წესებს ცვლის, რათა პოტენციურ საფრთხეებზე უფრო სწრაფი რეაგირების საშუალება მიეცეს. კერძოდ, ცეცხლის გახსნამდე ვიზუალური იდენტიფიკაცია აღარ იქნება სავალდებულო, თუ სხვა ინფორმაცია საკმარის იდენტიფიკაციას უზრუნველყოფს. ცვლილება მიზნად ისახავს საჰაერო საფრთხეებზე, მათ შორის რეაქტიული ძრავის მქონე დრონებსა და ფრთოსან რაკეტებზე, უფრო სწრაფი რეაგირების შესაძლებლობას. პროცედურების შეცვლის გადაწყვეტილება პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდალმა, გენერალმა ირენეუშ ნოვაკმა მიიღო. როგორც თავდაცვის…