აზერბაიჯანში ჰიჯაბის შეზღუდვის წინააღმდეგ პროტესტის შემდეგ ორ კაცი დააპატიმრეს

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფ…

Netgazeti · 2026-10-16

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს.

ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

აზერბაიჯანში, სკოლებში ჰიჯაბის ტარების შეზღუდვის წინააღმდეგ გამოხატული პროტესტის შემდეგ, ნახიჩევანის მცხოვრებს, გუდრატ აბდულაევს, 25-დღიანი, ხოლო აფშერონის რაიონის მცხოვრებს, 29 წლის რაფაელ ჰუსეინზადეს 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ გამოცემა „კავკაზსკი უზელი“ დაკავებულების ოჯახის წევრებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, აბდულაევი 7 ოქტომბერს, დილით, ნახიჩევანში დააკავეს. მისი დედის, ანტიგა აბდულაევას თქმით, შვილის დაკავების შესახებ თავდაპირველად მეგობრებისგან შეიტყო, რომლებმაც სახლში მისი…