ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფ…
Netgazeti · 2026-10-15
ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს.
ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანს სასაზღვრო ანკლავებისა და ექსკლავების საკითხის თანაბარი ფართობის ტერიტორიების გაცვლით გადაწყვეტა შესთავაზა. მისი თქმით, საზღვრის ორივე მხარეს ანკლავები და ექსკლავები არ უნდა არსებობდეს. ფაშინიანის განცხადებით, სომხეთს 29 743 კვადრატული კილომეტრის ფართობი უნდა ჰქონდეს, ხოლო საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის საფუძველზე უნდა განხორციელდეს. „ანკლავებისა და ექსკლავების პრობლემა შემდეგი ფორმულით უნდა გადაწყდეს: საზღვრის არც ერთ მხარეს არ…