ბრიტანეთმა საქართველოს ოთხი მოქალაქე სანქციების სიაში შეიყვანა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, შეზღუდვები 31 ფიზიკურ პირს, ორგანიზაციასა და გემს დაუწესდა.

Forbes Georgia · 2026-10-01

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, შეზღუდვები 31 ფიზიკურ პირს, ორგანიზაციასა და გემს დაუწესდა. სანქციების ახალი სიის მიხედვით, ბრიტანეთმა შეზღუდვები საქართველოს ოთხ მოქალაქეს დაუწესა.

სიაში მოხვდნენ რუსეთში მომუშავე ჟურნალისტი ნიკოლოზ მჟავანაძე, ბიზნესმენი და პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ თავმჯდომარე მამუკა ფიფია, ამავე პარტიის წევრი გიორგი ირემაძე და ანალიტიკოსი პაატა აბულაძე.

ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, აღნიშნული პირები კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული საქმიანობის გამო დასანქცირდნენ. სანქციები ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ სამ პირს. მათ შორის არიან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი მარატ კამბოლოვი, მისი წინამორბედი ალან გაგლოევი და რუსი პოლიტტექნოლოგი სერგეი ტოლმაჩოვი. ბრიტანეთის მხარე სანქციების დაწესებას იმ საქმიანობას უკავშირებს,…