დღეს, 26 ოქტომბერს, თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა აქცია გამართეს. მათ ცოტე დადიანის ქუჩა ჰქონდათ გადაკეტილი.
Netgazeti · 2026-10-26
დღეს, 26 ოქტომბერს, თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა აქცია გამართეს. მათ ცოტე დადიანის ქუჩა ჰქონდათ გადაკეტილი. ისინი სკოლის ახალი შენობის დროულად დასრულებას ითხოვენ, რომლის მშენებლობაც დაწყებულია. მე-10 სკოლა რამდენიმე წლის წინ დაინგრა.
ამ ხნის განმავლობაში მე-10 სკოლის მოსწავლეები დროებით სწავლბდნენ სხვადასხვა სკოლის შენობაში, ზოგჯერ კი – დისტანციურად. დღევანდელ აქციაზე მისული იყო ინფრასტრუქტურის მინისტრი რეზი სოხაძე. როგორც მან ნეტგაზეთს განუცხადა, მე-10 საჯარო სკოლაში სწავლა 2027 წლის სექტემბრიდან განახლდება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები ახალი სკოლის აშენების აშენების მოთხოვნით აქციას მართავენ. ისინი მსგავსი მოთხოვნით აქციებს გასულ წელსაც მართავდნენ. 25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული…