აშშ-ის სამხედრო ძალები ერაყში დარჩენილი ამერიკული ბაზებიდან გასვლას დღეს გეგმავენ. ამ ნაბიჯს გამარჯვებად მიიჩნევენ ირანი და მისი მოკავშირეები, რომლებსაც უკვე დიდი გავლენა აქვთ ერაყში – ქვეყანაში, სადაც ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომს 4,500 ამერიკელის სიცოცხლე შეეწირა.
Forbes Georgia · 2026-09-30

ერაყელი უსაფრთხოების ექსპერტები აღნიშნავენ , რომ ერაყიდან ძალების გაყვანა, რაზეც შეთანხმება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დროს, 2024 წელს შედგა, ხოლო განხორციელება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაიწყო, თეირანსა და მის ძლიერ მოკავშირეებს ხელ-ფეხს გაუხსნის.
ამავდროულად კი აშშ-ის სხვა მტრებს, მათ შორის „ისლამურ სახელმწიფოს“, დაბრუნების საშუალებას მისცემს. „კოალიციური ძალების გასვლით ირანი სტრატეგიულ სარგებელს მიიღებს, რადგან ქრება სამხედრო ძალა, რომელიც წლების განმავლობაში თეირანის გავლენის საპირწონედ მოქმედებდა ერაყში“, – განაცხადა ჯასიმ ალ-ბაჰადლიმ, უსაფრთხოების საკითხებში ერაყელმა ანალიტიკოსმა, რომლის სპეციალობაც…