ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფ…
Netgazeti · 2026-10-01
ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს.
ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში 31 ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირსა და გემს სანქციები დაუწესა. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ისინი საქმიანობაში არიან ჩართული, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. სანქცირებულთა შორის არიან მარატ კამბოლოვი, ალან გაგლოევი და სერგეი ტოლმაჩოვი , რომლებიც, ბრიტანეთის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან არიან დაკავშირებული. ბრიტანეთის განცხადებით, რუსეთის აგრესია უკრაინის…