„მმართველობის ისეთი ფორმა, რომელიც განსხვავებული აზრის ჩახშობას, ძალაუფლების მონოპოლიზებას, ადამიანის თავისუფლებისა და პიროვნული ღირსების შელახვას ცდილობს, არსობრივად შეუთავსებელია ქრისტიანული ეკლესიის მისიასთან“, — აცხადებს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირები…
Netgazeti · 2026-10-23
„მმართველობის ისეთი ფორმა, რომელიც განსხვავებული აზრის ჩახშობას, ძალაუფლების მონოპოლიზებას, ადამიანის თავისუფლებისა და პიროვნული ღირსების შელახვას ცდილობს, არსობრივად შეუთავსებელია ქრისტიანული ეკლესიის მისიასთან“, — აცხადებს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა ვერ დაეფუძნება ძალაუფლების უპირობო ლეგიტიმაციას, როდესაც ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფალი პოლიტიკური ნების შეზღუდვის ხარჯზე ცდილობს. „პარტიების აკრძალვა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება არ არის.
ეს არის საზოგადოების პოლიტიკური ნების შეზღუდვა და დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობის თანდათანობით გაუქმებისკენ გადადგმული ნაბიჯი. როდესაც მმართველი ძალა თავად წყვეტს, ვის აქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და ვის არა, იგი საკუთარ თავს…