ფოტო: travelweekly.com.au კვირას შვეიცარიელებმა მტკიცედ უარყვეს წინადადება ქვეყნის ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმის მიღების შესახებ, რაც ქვეყანას აუკრძალავდა ეკონომიკური სანქციების დაწესებას ან ნატოსთან თანამშრომლობას. ფედერალური სტატისტიკის სამსახურის საბოლოო მონაცემებით , შვეიცარიის კონსტიტუციაში ნეიტრალიტეტის მკაცრ…
Forbes Georgia · 2026-09-28
ფოტო: travelweekly. com. au კვირას შვეიცარიელებმა მტკიცედ უარყვეს წინადადება ქვეყნის ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმის მიღების შესახებ, რაც ქვეყანას აუკრძალავდა ეკონომიკური სანქციების დაწესებას ან ნატოსთან თანამშრომლობას.
ფედერალური სტატისტიკის სამსახურის საბოლოო მონაცემებით , შვეიცარიის კონსტიტუციაში ნეიტრალიტეტის მკაცრად განსაზღვრული ვერსიის შეტანის თაობაზე წინადადება ყველა კანტონმა და ამომრჩეველთა დაახლოებით 70%-მა უარყო. „ეს შედეგი არ არის ნეიტრალიტეტის საწინააღმდეგო პოლიტიკისთვის ხმის მიცემა.
შვეიცარია ნეიტრალური იყო გუშინ, ნეიტრალურია დღეს და ნეიტრალური დარჩება მომავალშიც“, – განაცხადა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინიაციო კასისმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიის ნეიტრალიტეტი საერთაშორისო დონეზე 1815 წელს, ნაპოლეონის ომების დასრულების შემდეგ არის აღიარებული, მთავრობის მიერ მისი განხორციელების წესი დეტალურად…