ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფ…
Netgazeti · 2026-09-28
ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს.
ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.
25-27 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სამუშაო ვიზიტით თურქმენეთში იმყოფებოდა. სამუშაო ვიზიტი, როგორც ომბუდსმენის აპარატი განმარტავს, აშხაბადში თურქმენეთის სახალხო დამცველის (როგორც თავად თურქმენეთში უწოდებენ, ადამიანის უფლებათა კომისრის), აზდურსუნ გურბანნაზაროვას მიწვევით შედგა. თურქმენეთი ის ქვეყანაა, სადაც ადამიანის უფლებების მდგომარეობა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ძალიან მძიმედ ფასდება. ქვეყანას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული და ავტორიტარული მთავრობა მართავს. პრაქტიკულად არ არსებობს…