ამას ჰქვია ღალატის პროცესი – ხოშტარია პარტიების აკრძალვის პროცესებზე

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილ პროცესებს, სადაც პარტიების აკრძალვის საქმე უნდა განიხილონ. ელენე ხოშტარიას განცხადებით, დაგეგმილ საკონტიტუციო განხილვების „ღალატის პროცესი“ ჰქვია და მისთვის ზუსტი მნიშვნელობის ჩანაცვლება ყალბი მნიშვნელობით რუსები…

Netgazeti · 2026-10-19

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილ პროცესებს, სადაც პარტიების აკრძალვის საქმე უნდა განიხილონ.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, დაგეგმილ საკონტიტუციო განხილვების „ღალატის პროცესი“ ჰქვია და მისთვის ზუსტი მნიშვნელობის ჩანაცვლება ყალბი მნიშვნელობით რუსების პროპაგანდის ხერხია. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი სიტყვით, ზუსტი მნიშვნელობით შევაფასოთ ის საკონსტიტუციო სარჩელი, რომლის განხილვა 2 დღეში დაიწყება. სიტყვას აქვს ძალა!

ზუსტი მნიშვნელობის ჩანაცვლება ყალბი მნიშვნელობით რუსების პროპაგანდის ხერხია. ამიტომ არანაირი სხვა სახელი – ამას ჰქვია ღალატის პროცესი. 1. ჩვენივე ქვეყნის წინააღმდეგ მომხდარი აგრესია და ოკუპაცია ბრალდება ჩვენსავე სახელმწიფოს ციტატა მაგალითისთვის: “2004 წელს ქალაქ ცხინვალის მიმართულებით შეიარაღებული დაპირისპირება განხორციელდა. ” “2007 წელს საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური…