ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფ…
Netgazeti · 2026-10-29
ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს.
ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია აცხადებს, რომ მას კორუმპირებული მოსამართლეების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ამის შესახებ მან დღეს, 29 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში იმ დროს განაცხადა, როცა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია მოსამართლეთა ვეტინგზე საუბრობდა. გვარამიას თქმით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელში, რომლითაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს, ერთ-ერთ საფუძვლად ოპოზიციის მხრიდან მოსამართლეთა ვეტინგის მოთხოვნას ასახელებს. როგორც გვარამიამ თქვა, ვეტინგის (…