საპარლამენტო არჩევნებში ალექსანდრ ვუჩიჩის დამარცხების შემდეგ, სერბეთის ვოივოდინის რადიოს და ტელევიზიის (RTV) წამყვანმა მაყურებელს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თავის ფუნქციას მრავალი წელი არ ასრულებდა. RTV სერბეთში საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზაციაა.
Netgazeti · 2026-10-26

ტელეკომპანია RTV-ს წამყვანმა მაყურებელს ბოდიში მოუხადა იმის გამოც, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არ აჩვენეს „სტუდენტური სიის“ გამარჯვების ამსახველი კადრები. „საზოგადოებრივი მაუწყებელი მრავალი წელი არ ასრულებდა თავის ფუნქციას.
იგი დუმდა, თვალს ხუჭავდა, მოვლენებს ცალმხრივად აშუქებდა, აქვეყნებდა მასალებს კრიტიკული ანალიზის გარეშე, არ სვამდა სწორ კითხვებს ან საერთოდ არ სვამდა მათ. ამის გამო მაყურებელს ბოდიში უნდა მოვუხადოთ“, – განაცხადა RTV-ს წამყვანმა. მისი თქმით, RTV-ის თანამშრომელთა ნაწილი იბრძოდა იმისთვის, რომ ამ კომპანიის ჟურნალისტებსა და რედაქტორებს ემუშავათ თავისუფლად და ეთიკური პრინციპების დაცვით. …