აღმოაჩინე საქართველოს ბანკის განათლების პროგრამები და ისწავლე უფასოდ – განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება უკვე დაიწყო .

Forbes Georgia · 2026-10-16

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება უკვე დაიწყო .

შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, განაცხადი სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამაზე შეავსონ, დაეუფლონ ტექნოლოგიებს და მიიღონ ცოდნა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.

ამ ეტაპზე რეგისტრაცია რამდენიმე სასტიპენდიო პროგრამაზე მიმდინარეობს, მათ შორისაა: საქართველოს ბანკის სტიპენდიები ადგილობრივ უნივერსიტეტებში საქართველოს ბანკი ბაკალავრიატის სტუდენტებს 23 პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამა ახალგაზრდებს სწავლის გაგრძელებისა და აკადემიური მიზნების მიღწევაში ეხმარება. პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. დეტალური ინფორმაციისა და განაცხადის პირობების გასაცნობად ეწვიეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიების გვერდს . გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია…