ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფ…
Netgazeti · 2026-09-29
ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს.
ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.
გირჩი – მეტი თავისუფლების წევრმა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა. მას წარდგენილი ჰქონდა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. წარდგენილი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. ხასაიას დაკავება, თავად გელას და მისი უფლებადამცველის განცხადებით, უკავშირდება მის სამოქალაქო აქტივიზმს, მის მონაწილეობას BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო ფილმში, სადაც გელა ხასაია ერთ-ერთი…