თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯიდან გამაგდეს – ზურაბ ოშხნელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის უკვე ყოფილი დირექტორი ზურაბ ოშხნელი წერს, რომ კოლეჯიდან „გააგდეს“ ე.წ. საკონკურსო შერჩევის ფორმით, მესამე მცდელობისას.

Netgazeti · 2026-10-04

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის უკვე ყოფილი დირექტორი ზურაბ ოშხნელი წერს, რომ კოლეჯიდან „გააგდეს“ ე. წ. საკონკურსო შერჩევის ფორმით, მესამე მცდელობისას. „მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს! გამაგდეს ისე, რომ იმის ღირსადაც არ ჩამთვალეს მიზეზი ეთქვათ! გამაგდეს ე. წ.

საკონკურსო შერჩევის ფორმით, მესამე მცდელობისას. პირველი ორი მათთვის უშედეგოდ დასრულდა, რადგან მოტყუებით მიყვანილმა კანდიდატებმა რეალობის გაგებისას უარი განაცხადეს ჩემი ადგილის დაკავებაზე. ვაფასებ მათ ღირსეულ გადაწყვეტილებას!

მესამე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა – შვიდი თვის ძებნის შემდეგ, რის ვაი-ვაგლახით მონახეს კოლეჯის დირექტორის სკამის (ჩემი „გათლილი“ სკამის) დაკავების მსურველი! შესაბამისად, საკონკურსო კომისიას მხოლოდ მისი „გაპრავების“ ვალდებულებაღა დაუტოვეს! მე არ ვიცი ამ გადაწყვეტილებით ვისი დაკვეთა შესრულდა! მკითხაობას ვერ დავიწყებ, თუმცა ზოგიერთი მოვლენის და ამ საქმეში მეტ-ნაკლებად…