ცნობისმოყვარეობიდან ინოვაციების დანერგვამდე — ელისო პაპუაშვილის გზა საქართველოს ბანკში

პროფესიული განვითარება მხოლოდ ახალი პასუხისმგებლობების აღებას არ ნიშნავს, იგი ხშირად მორიგი საინტერესო მიმართულების არჩევაში, უცნობი სფეროს სწავლასა და ისეთი ინოვაციური იდეების დანერგვაში გამოიხატება, რომელიც სხვების მუშაობასაც ამარტივებს. სწორედ ასეთი კარიერული ისტორია აქვს ელისო პაპუაშვილს, რომელიც საქართველოს ბანკს…

Forbes Georgia · 2026-09-28

პროფესიული განვითარება მხოლოდ ახალი პასუხისმგებლობების აღებას არ ნიშნავს, იგი ხშირად მორიგი საინტერესო მიმართულების არჩევაში, უცნობი სფეროს სწავლასა და ისეთი ინოვაციური იდეების დანერგვაში გამოიხატება, რომელიც სხვების მუშაობასაც ამარტივებს.

სწორედ ასეთი კარიერული ისტორია აქვს ელისო პაპუაშვილს, რომელიც საქართველოს ბანკს 2018 წელს, საცალო ბიზნესის ბანკირის პოზიციაზე შეუერთდა. მას შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობამ საბანკო საქმიანობის განსხვავებული მხარეების გაცნობის შესაძლებლობა მისცა.

დღეს ის საშუალო ბიზნესის პერსონალური ბანკირია და ამ როლში კომპანიების საქმიანობისა და ფინანსების ანალიზთან ერთად, იმ ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებზეც მუშაობს, რომლებიც ასობით თანამშრომლის საქმიანობას მნიშვნელოვნად ამარტივებს. ამ სტატიაში ელისო განვლილ გამოცდილებასა და საქართველოს ბანკის ღირებულებებზე – შექმნასა და მოქმედებაზე, გულშემატკივრობაზე, მოტივაციაზე და გამბედაობაზე – გვიამბობს. სხვადასხვა როლიდან…