ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფ…
Netgazeti · 2026-10-01
ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს.
ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.
ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიაში მოჰყვა მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები სკოლაში მიჰყავდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. მოსწავლეები ჩანტლისყურიდან ახალსოფლის სკოლაში გადაჰყავდათ. დაშავებულია 16 პირი, მათ შორის 15 მოსწავლეა და ერთი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის…