ეს არის ჩვეულებრივი დაგეგმილი ფაქტი – კალაძე დავითაძის საქმეზე

პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ ციხეში ბადრაგებმა გააუპატიურეს. მისი თქმით, კამერის ჩანაწერში ჩანს აღნიშნული ფაქტი და დეესკალაციის საკანში ამ დროს 10 ადამიანი იყო.

Netgazeti · 2026-10-04

პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ ციხეში ბადრაგებმა გააუპატიურეს. მისი თქმით, კამერის ჩანაწერში ჩანს აღნიშნული ფაქტი და დეესკალაციის საკანში ამ დროს 10 ადამიანი იყო. მისი თქმით, ექსპერტიზების მოთხოვნის შემდეგ, მასზე წარმოუდგენელი ზეწოლა დაიწყო. პატიმარი ამბობს, რომ სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გიორგი დავითაძის განცხადებას. უწყებამ დღეს კადრებიც გაავრცელა და თქვა, რომ პატიმარი 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაიყვანეს.

უწყების განცხადებით, საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება – დათვალიერებას, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“. დავითაძის დედა აცხადებს, რომ ვიდეომასალა სრული არაა და მას ნანახი აქვს 5 ფაილი, 20 წუთამდე კადრები. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.