ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფ…

Netgazeti · 2026-10-16

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს.

ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

ქუთაისის მეორე ციხეში პატიმარი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ნეტგაზეთს“ პენიტენციურ სამსახურში უდასტურებენ. პრესსამსახურის ცნობით, გარდაცვლილი 6-პირიან საკანში 5 ადამიანთან ერთად იმყოფებოდა, 9 ოქტომბერს მისმა თანამესაკნეებმა ციხის თანამშრომლებს უთხრეს, რომ გარდაცვლილი საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა და ძირს სახით დაეცა. უწყებაში გვითხრეს, რომ ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო, საკანში მივიდა დაწესებულების მედპერსონალიც, თუმცა როგორც უწყება ამბობს, პატიმრის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პენიტენციური ამბობს, რომ გარდაცვლილი რამდენიმე…