ღვიძლის კიბოს სამკურნალო პრეპარატმა ორივე გამოცდა წარმატებით გაიარა

რუსული პრეპარატი „ჰეპატორენ-MRNC“, რომელიც პირველადი და მეტასტაზური ღვიძლის კიბოს სამკურნალოდ არის შექმნილი, კლინიკური კვლევების პირველი და მეორე ფაზა წარმატებით გაიარა. ამის შესახებ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარმა ონკოლოგმა ანდრეი კაპრინმა განაცხადა, იუწყებიან რუსული მედიასაშუალებები.

Minval · 2026-10-17

მისი თქმით, პრეპარატს მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს და ეფუძნება ალბუმინის სფეროებს, რომლებიც რადიოაქტიური იზოტოპით რენიუმ-188 (188Re)-ით არის მონიშნული. „ჩვენ დავასრულეთ ინოვაციური პრეპარატის „ჰეპატორენ-MRNC“ კლინიკური კვლევების I და II ფაზები, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს.

ის ეფუძნება 188Re-ით მონიშნულ ალბუმინის სფეროებს და განკუთვნილია პირველადი და მეტასტაზური ღვიძლის კიბოს მქონე პაციენტების სამკურნალოდ“, — განაცხადა კაპრინმა. აღნიშნული დამუშავება რუსული ბირთვული მედიცინის შესაძლებლობების გაფართოების ფონზე მიმდინარეობს. როგორც ონკოლოგმა აღნიშნა, 2021 წელს რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს…