ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფ…
Netgazeti · 2026-10-23
ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს.
ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა პინა პიჩერნომ შიმშილობა გამოაცხადა, რათა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოლეშკიში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყროს და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დახმარება უზრუნველყოს. მან ასევე მოუწოდა სხვებსაც, შეუერთდნენ ამ ინიციატივას. „თუმცა ეს ბრძოლა მხოლოდ ჩემი არ შეიძლება იყოს. მოვუწოდებ ასოციაციებს, მოქალაქეებს და ეროვნულ თუ ადგილობრივ ინსტიტუციებს, შეუერთდნენ ამ დიდ არაძალადობრივ აქციას. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული ზავი, საკვებისა და…