ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფ…
Netgazeti · 2026-09-29
ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს.
ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.
„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველ ოქტომბერს, „რიყის დოქებთან“ აქციის ჩატარებაზე უარი უთხრათ, მიუხედავად ამისა, მაინც შეიკრიბებიან. ამის შესახებ ენმ-ის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. „გუშინ შსს-გან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1-ელ ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5 წლის თავზე, მისი თავისუფლების მოთხოვნით აქცია ჩატარდეს და თურმე რიყის პარკში აქციის ჩატარება არ შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, თუ ამის ნება არ ექნა…