სხვა ქვეყნის ფონდებს საქართველოში პოლიტიკური მისია შესასრულებელი არა აქვთ – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი ადენაუერის ფონდის დახურვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სხვა ქვეყნის ფონდებს საქართველოში პოლიტიკური მისია შესასრულებელი არა აქვთ. „განცხადებაში ამბობენ, რომ მათ აქვთ პოლიტიკური მისია და ვინაიდან პოლიტიკური მისიის შესრულების შესაძლებლობა არ აქვთ, ამიტომ აღარ უღირთ ქვეყანაში ყოფნა.

Netgazeti · 2026-10-02

შალვა პაპუაშვილი ადენაუერის ფონდის დახურვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სხვა ქვეყნის ფონდებს საქართველოში პოლიტიკური მისია შესასრულებელი არა აქვთ. „განცხადებაში ამბობენ, რომ მათ აქვთ პოლიტიკური მისია და ვინაიდან პოლიტიკური მისიის შესრულების შესაძლებლობა არ აქვთ, ამიტომ აღარ უღირთ ქვეყანაში ყოფნა. ცოტა გასაკვირია.

როგორც იცით, პოლიტიკური ფონდები გახლავთ პარტიებთან აფილირებული ფონდები. ადენაუერის ფონდი გახლავთ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან აფილირებული ფონდი.

შეგახსენებთ, რომ ქრისტიან -დემოკრატიული კავშირი არის epp-ს წევრი და ამით „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი პარტია არის და აცხადებს ეს ფონდი, რომ პოლიტიკური მისიის შესრულება უნდათ საქართველოში. უცხო ქვეყნის პარტიებს და მათ ფონდებს საქართველოში პოლიტიკური მისია შესასრულებელი არ აქვთ, მე მგონი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის თქმით, იმისათვის, რომ საგრანტო პროექტებზე თანხმობა მიეღოთ, ადენაუერის ფონდმა მთავრობისგან…