ირანის მიერ შეიარაღების შესყიდვასთან დაკავშირებულ 13 სუბიექტს აშშ-მა სანქციები დაუწესა

სამშაბათს აშშ-ის მთავრობამ ახალი სანქციები დაუწესა 13 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის რუსეთში, ჩინეთში, ჰონგ-კონგსა და პაკისტანში მოქმედ სუბიექტებს და განაცხადა , რომ ისინი ირანს იარაღისა და შესაბამისი კომპონენტების მოპოვებაში ეხმარებოდნენ. ფინანსთა და სახელმწიფო დეპარტამენტების მიერ გამოცხადებული სანქციები ტრამპი…

Forbes Georgia · 2026-10-01

სამშაბათს აშშ-ის მთავრობამ ახალი სანქციები დაუწესა 13 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის რუსეთში, ჩინეთში, ჰონგ-კონგსა და პაკისტანში მოქმედ სუბიექტებს და განაცხადა , რომ ისინი ირანს იარაღისა და შესაბამისი კომპონენტების მოპოვებაში ეხმარებოდნენ.

ფინანსთა და სახელმწიფო დეპარტამენტების მიერ გამოცხადებული სანქციები ტრამპის ადმინისტრაციის იმ ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ირანის ეკონომიკურ იზოლაციას და მის იძულებას, მოლაპარაკებების გზით დაასრულოს ომი, რომელიც 28 თებერვალს ირანზე აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმებით დაიწყო.

ფინანსთა მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტი არ მოითმენს რეჟიმისადმი რაიმე სახის მხარდაჭერას და გააგრძელებს ირანის ხელშემწყობი პირებისა და ორგანიზაციების გამოვლენას, მხილებასა და იზოლირებას. ფინანსთა დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები მიზნად ისახავს თეირანის შესაძლებლობების შესუსტებას იარაღის პროგრამების…