ლენინგრადის ოლქსა და სანქტ-პეტერბურგზე უპილოტო საფრენი აპარატების მასშტაბურმა თავდასხმამ პეტერბურგის ნავთობტერმინალზე ხანძარი, საცხოვრებელი სახლების დაზიანება და ელექტრომომარაგების შეფერხება გამოიწვია. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
Minval · 2026-11-01

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე დროსდენკომ განაცხადა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა 126 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
გარდა ამისა, სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა ალექსანდრე ბეგლოვმა განაცხადა პეტერბურგის ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე, აგრეთვე ქალაქის ნევის, კრასნოსელსკის, კრასნოგვარდეისკისა და მოსკოვის რაიონებში სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე გაჩენილი ხანძრის შესახებ. დროსდენკოს თქმით, „დაფიქსირდა ნამსხვრევების ჩამოვარდნა კერძო სახლზე ქალაქ კიროვსკის რაიონში და მრავალბინიან სახლზე ვსევოლოჟსკში“. „ფიქსირდება ელექტროენერგიის ხანმოკლე შეფერხებები, რომლებიც დაკავშირებულია ელექტროგადამცემ ხაზებზე ნამსხვრევების ჩამოვარდნასთან“, –…