ვინ არის პარტიების აკრძალვის სხდომის თავმჯდომარე

„ზემოქმედების ქვეშ ჩვენ ვერავინ მოგვაქცევს ვერასოდეს… მცდელობასაც არ ჰქონია ადგილი და ვერც მოგვაქცევს ვერავინ ვერასოდეს, ეს იცოდეთ“, – თქვა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე. მანამდე „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დაწერა, რომ მოსამა…

Netgazeti · 2026-10-22

„ზემოქმედების ქვეშ ჩვენ ვერავინ მოგვაქცევს ვერასოდეს… მცდელობასაც არ ჰქონია ადგილი და ვერც მოგვაქცევს ვერავინ ვერასოდეს, ეს იცოდეთ“, – თქვა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე.

მანამდე „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დაწერა, რომ მოსამართლე რევაზ ნადარაია ორჯერ იყო დაბარებული პროკურატურაში 2013 წელს და „მაღალი ალბათობით, მასზე კომპრომატად თაროზე აქვთ საქმე შემონახული“. ამ სტატიაში მიმოვიხილავთ რევაზ ნადარაიას გზას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობამდე.

რევაზ ნადარაიას სამოსამართლეო კარიერა 2009 წლიდან იწყება, როდესაც ის ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე გახდა და, მოსამართლის უფლებამოსილებას მივლინებით ფოთის საქალაქო სასამართლოში ახორციელებდა. 2012 წელს დაწინაურდა და ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გახდა. სწორედ ფოთის სასამართლოში საქმიანობას უკავშირდება შემთხვევა, რომელზეც ზურაბ…