ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფ…
Netgazeti · 2026-10-01
ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს.
ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა. საქართველოდან ირანში გატანილი ექსპორტის 80%-ს მსუბუქი ავტომობილები შეადგენდა. „რამდენიმე წუთის წინ ირანის ისლამური რესპუბლიკის მრეწველობის, სამთო მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ბრძანებით, ოთხშაბათიდან, 2026 წლის 30 სექტემბრიდან, ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აიკრძალება“, — დაწერა საქართველოში ირანის საელჩომ. ირანული მედიის ინფორმაციით , ახალი წესი კაპიტალის გადინების თავიდან აცილებას და ირანული ვალუტის გამყარებას ემსახურება. სეიედ…