ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფ…
Netgazeti · 2026-09-28
ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს.
ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, სტუდენტი დაჭრეს. დაჭრილი სტუდენტი კლინიკაშია გადაყვანილი. ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით მოგვიანებით განცხადება გაავრცელა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა. უნივერსიტეტის განცხადებით, ინციდენტი კვების ერთ-ერთ ობიექტთან დაიწყო და გადაინაცვლა უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე. „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან…