რამ განაპირობა საქართველოს ეკონომიკის ზრდა?

2022-2025 წლებში, საქართველოს ეკონომიკის მაღალი ზრდის ტემპის (საშუალოდ 9%) მთავარი მიზეზი, პანდემიის დასრულებასთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომი იყო. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ამ ომისგან ეკონომიკის მხრივ დანაკარგზე მეტი სარგებელი მიიღო.

Forbes Georgia · 2026-10-16

2022-2025 წლებში, საქართველოს ეკონომიკის მაღალი ზრდის ტემპის (საშუალოდ 9%) მთავარი მიზეზი, პანდემიის დასრულებასთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომი იყო. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ამ ომისგან ეკონომიკის მხრივ დანაკარგზე მეტი სარგებელი მიიღო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2022-2025 წლებში მიღწეული საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა, მხოლოდ გაიანას და ყირგიზეთს ჩამორჩება. მე-4 ადგილზე სომხეთია. გაიანაში წლების წინ ნავთობის საბადოები აღმოაჩინეს და ამის გამო მისი ეკონომიკა სწრაფად იზრდება.

ყირგიზეთის, საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკურ ზრდაზე კი რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად რეგიონში შეცვლილმა ეკონომიკურმა გარემომ მოახდინა გავლენა. 2026 წელსაც საქართველო მაღალ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს, წლის პირველ ნახევარში 7. 8%-ით გაიზარდა. საინტერესოა, რამ განაპირობა საქართველოს ეკონომიკის 7. 5%-იანი ზრდა იანვარ-ივნისში. ეკონომიკის ზრდაში ქვეყნის…