თიბისი გუნდს საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალით აძლიერებს – მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის დირექტორის პოზიციაზე შეუერთდა. მერის მრავალწლიანი გლობალური გამოცდილება მოიცავს ბრენდისა და მარკეტინგული კომუნიკაციების, საერთაშორისო პარტნიორობებისა და სპონსორობების მიმართულებებს.
Forbes Georgia · 2026-09-29

მერის გამოცდილება აერთიანებს იმას, რაც დღეს თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ბრენდს, ბიზნესს, ტექნოლოგიებსა და ადამიანებთან რეალური კავშირის შექმნას. მისი პროფესიული გზა საქართველოდან დაიწყო და სამ კონტინენტსა და ხუთ ქვეყანას მოიცავს.
მუშაობდა გლობალურ საკონსულტაციო ფირმა Elevate-ში, არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანია du-ში. ასევე, მართავდა Expo 2020 Dubai-ს სასპონსორო მიმართულებას, სადაც ქვეყნის წინაშე შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოქროს მედალი გადაეცა. სხვადასხვა ეტაპზე, მერის საქმიანობა საერთაშორისო დონეზე არაერთხელ აღინიშნა, მათ შორის Marketing…