რა კითხვები აქვთ აქტივისტებს ხელისუფლებასთან ლილოში ძაღლების „სასაკლაოს“ აღმოჩენის შემდეგ

ტვ პირველმა მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, როგორ მიჰყავთ ღამით ქუჩებიდან აყვანილი მიუსაფარი ძაღლები და როგორ ყრიან მათ სპეციალურ ორმოებში. მოპოვებული კადრების, მათი ავტორებისა და დაკვირვების მიხედვით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან დახოცილი ძაღლებით სავსე მიკროავტობუსი, რომელსაც თავშესაფ…

Netgazeti · 2026-11-02

ტვ პირველმა მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, როგორ მიჰყავთ ღამით ქუჩებიდან აყვანილი მიუსაფარი ძაღლები და როგორ ყრიან მათ სპეციალურ ორმოებში.

მოპოვებული კადრების, მათი ავტორებისა და დაკვირვების მიხედვით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან დახოცილი ძაღლებით სავსე მიკროავტობუსი, რომელსაც თავშესაფრის სიმბოლიკა მოხსნილი აქვს, ღამის 00:00 საათის შემდეგ გამოდის და ველის სასაფლაოსკენ მიემართება. ღამეში ზოგჯერ ორ რეისს აკეთებს.

პარალელურად, თვეებია, ქუჩის ძაღლებზე მზრუნველი ადამიანები ლაპარაკობენ, რომ ძაღლები, რომლებიც არიან ვაქცინირებულები, ჯანმრთელები და აქვთ სპეციალური საჭდეც, ქრებიან მათი ჩვეული გარემოდან. ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ტვ პირველის 31 ოქტომბრის „შაბათის ეთერში“ ჟურნალისტ ნატა ქაჯაიას სიუჟეტი გავიდოდა ამ თემაზე, ანონსის გასვლის შემდეგ ტერიტორიაზე ცხოველთა უფლებადამცველები გავიდნენ და თავადაც გაავრცელეს იქ ნანახი კადრები — ორმოები, რომლებიც დახოცილი…