აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მასკი მომავლის ტექნოლოგიების პროექტის თანახელმძღვანელად დაასახელა

ფოტო: ALLISON ROBBERT / Getty Images აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ილონ მასკი Project Meridian-ის თანახელმძღვანელად დაასახელა . ეს არის ინიციატივა, რომლის მიზანიც მომავლის საბრძოლო გარემოს შესწავლა და აშშ-ის სამხედროებისთვის ახალი იარაღისა და ტექნოლოგიების განვითარების შესაძლებლობების განსაზღვრაა.

Forbes Georgia · 2026-10-01

ჰეგსეტის განცხადებით, პროექტს მასკთან ერთად Anduril-ისა და Oculus-ის თანადამფუძნებელი პალმერ ლაკი და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი უხელმძღვანელებენ.

Project Meridian-ის შექმნის შესახებ თავდაცვის დეპარტამენტის მემორანდუმის მიხედვით, ინიციატივამ უნდა შეისწავლოს „მომავლის ბრძოლის ველები“, განსაზღვროს იარაღი და ტექნოლოგიები, რომლებიც ამერიკელ სამხედროებს ამ გარემოში უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარება და მათი განვითარებისა და გამოცდის დასაწყებად რეკომენდაციები შეიმუშაოს. მემორანდუმში მასკის სახელი პირდაპირ არ არის ნახსენები. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროექტი…