ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფ…
Netgazeti · 2026-10-07
ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს.
ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.
პანკისის ხეობაში, 2014 წლიდან მოქმედი „ჯოყოლოს საგანმანათლებლო ცენტრი“ ადგილობრივი მერიის მოთხოვნის შემდეგ შენობას ტოვებს. ცენტრს “კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის (KRDF)” ამუშავებდა. ცენტრის ხელმძღვანელმა, იზა ბექაურმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ მერიამ საიჯარო ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა, გუშინ დილით კი ფართის დაცლის მოთხოვნით ოფიციალური წერილი მიიღო. ბექაურის განმარტებით, ახალი კანონების [საუბარია რეპრესიულ კანონებზე, რომლებმაც შეზღუდა დაფინანსების მოძიება უცხოური გრანტების…