სამხედრო დრონების უმსხვილესი იმპორტიორები – რომელ ადგილზეა საქართველო?

სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) იარაღის გადაცემის მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2022-2025 წლებში სამხედრო დრონების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყნები უკრაინა და რუსეთი იყვნენ. ამავე პერიოდში სამხედრო დრონების მიწოდების მნიშვნელოვანი ნაწილი ერთჯერად თავდასხმის დრონებზე მოდიოდა, რომელთა გამოყენ…

Forbes Georgia · 2026-09-30

სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) იარაღის გადაცემის მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2022-2025 წლებში სამხედრო დრონების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყნები უკრაინა და რუსეთი იყვნენ.

ამავე პერიოდში სამხედრო დრონების მიწოდების მნიშვნელოვანი ნაწილი ერთჯერად თავდასხმის დრონებზე მოდიოდა, რომელთა გამოყენებაც განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე გაიზარდა.

რეიტინგში პირველ ორ პოზიციაზე წარმოდგენილ ქვეყნებს — უკრაინასა და რუსეთს — და დანარჩენ ქვეყნებს შორის, 2022-2025 წლებში მიღებული დრონების რაოდენობით, შესამჩნევი სხვაობაა. რეალურად, ამ პერიოდში, უკრაინისა და რუსეთის გარდა, არც ერთ ქვეყანას 300 ერთეულზე მეტი სამხედრო დრონიც კი არ მიუღია. უკრაინისთვის მიწოდებული დრონების უდიდესი ნაწილი აშშ-ის სისტემებზე მოდიოდა. ეს უკანასკნელი უკრაინის იმპორტში SIPRI-ის მიერ აღრიცხული დრონების 83%-ს შეადგენდა. რუსეთის მიერ იმპორტირებული დრონების დიდი ნაწილი კი, SIPRI-ს თანახმად, ირანზე…