ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფ…
Netgazeti · 2026-11-03
ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს.
ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.
კორუფციის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაგეგმილ სასამართლო სხდომას, სავარაუდოდ, დაესწრება. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” მისმა ადვოკატმა, ლალი აფციაურმა განუცხადა. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი წინა წერილებში სასამართლო პროცესს “მასკარადს” უწოდებდა და მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდა. ის არც პირველ სხდომას დაესწრო. კითხვაზე, თუ რატომ შეცვალა ბრალდებულმა გადაწყვეტილება, უფლებადამცველი ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებს. სავარაუდოდ, ამაზე საზოგადოებას თავად ღარიბაშვილი ესაუბრება. …