პუტინის თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთის, უკრაინისა და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე უნდა იყოს ფოკუსირებული

ფოტო: REUTERS/Maxim Shemetov რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით , ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, ასევე მთლიანად ევროპაში უსაფრთხოების საკითხებს უნდა მოიცავდეს. ამის შესახებ პუტინმა რუსულ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.

Forbes Georgia · 2026-10-23

შეგახსენებთ, ერთი დღით ადრე ის აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შეხვდა. პუტინის თქმით, რუსეთი მზადაა, მომდევნო თვეში უკრაინასთან აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებები განაახლოს. მისი განცხადებით, მოსკოვი დროებითი ზავის ნაცვლად კონფლიქტის დასრულებაზე ორიენტირებულ შეთანხმებას უჭერს მხარს.

„მოლაპარაკებების მიზანი უნდა იყოს უკრაინისა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევის შემდეგ და არა მოკლე ვადით დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შედეგად“, – თქვა პუტინმა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც უიტკოფს სამშაბათს ნორვეგიაში შეხვდა, განაცხადა, რომ კიევი…