რუსეთი კიევს ბალისტიკური რაკეტებით უტევს – ზელენსკის თქმით, პარტნიორებისგან გაფრთხილება არ ყოფილა

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფ…

Netgazeti · 2026-10-14

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს.

ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

რუსულმა ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც მე-4 თბოელექტროსადგური და საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და დაწერა , რომ პარტნიორების მხრიდან წინასწარი გაფრთხილება არ ყოფილა. „რუსული ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა კიევზე – კიდევ ერთხელ. ჩვენი პარტნიორების მხრიდან წინასწარი გაფრთხილება არ ყოფილა. მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, კერძოდ კი — CHP-4 იყო. სამწუხაროდ, ის დაზიანდა. ასევე დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და მაშველები ამჟამად იქ…