იტალიის სენატში „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთის“ ჩვენება გაიმართა

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფ…

Netgazeti · 2026-10-02

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს.

ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის – „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ – ჩვენება გაიმართა. ფილმის ჩვენების შემდეგ სენატში დისკუსია შედგა, რომელიც აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გენოციდად აღიარების კამპანიის ნაწილია. ფილმი საარქივო მტკიცებულებებსა და აფხაზეთში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლთა ისტორიებს აერთიანებს. იტალიის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში ფილმის ჩვენება და დისკუსია იტალიელი სენატორის, მარკო ლომბარდოს ინიციატივით, და „ფედერალისტების“, „აფხაზთა…