პუტინის კრიტიკოსი მხატვრის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

რუსი მხატვრის და კრემლის კრიტიკოსის სემიონ სკრეპეცკის (ნამდვილი სახელი რობერტ კუზავკოვი) მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით პოლონეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. მახმუდ ა.-ს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

Netgazeti · 2026-10-22

რუსი მხატვრის და კრემლის კრიტიკოსის სემიონ სკრეპეცკის (ნამდვილი სახელი რობერტ კუზავკოვი) მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით პოლონეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. მახმუდ ა. -ს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

მას ბრალი ედება მკვლელობაში დახმარებისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ფლობისთვის. დაკავებული ბრალს არ აღიარებს. რუსი ოპოზიციონერი მხატვარი, 44 წლის სემიონ სკრეპეცკი პოლონეთში, ბიალა-პოდლიასკაში მიმდინარე წლის 15 ივნისს მოკლეს. მას ხუთჯერ ესროლეს.

დანაშაულიდან სამი დღის შემდეგ, პირველი ეჭვმიტანილი — საქართველოს მოქალაქე ელნურ ა. — დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მახმუდ ა. შესაძლოა ელნურ ა. -ს მკვლელობის ჩადენაში ეხმარებოდა. 2026 წლის 18 ოქტომბერს, 22 წლის მახმუდ ა. საქართველოდან პოლონეთში ჩავიდა. მომდევნო დღეს ABW-ის თანამშრომლებმა იგი A2 ავტომაგისტრალის მიმდებარე ავტოსადგომზე დააკავეს. ის კიდევ ორ საქართველოს მოქალაქესთან ერთად…