ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფ…
Netgazeti · 2026-10-16
ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს.
ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მოლდოვის, უკრაინისა და სომხეთის გაერთიანებაში გაწევრიანების გეგმებზე მუშაობს და ეს რუსეთის სტრატეგიულ უსაფრთხოებას ეხება. „უნდა გავითვალისწინოთ ევროკავშირის პრეტენზიები მორიგ გაფართოებასთან დაკავშირებით. იქ დაიწყეს ისეთი სახელმწიფოების გაწევრიანების გეგმების შემუშავება, როგორებიცაა მოლდოვა, უკრაინა და ასევე სომხეთი. ეს გეგმები პირდაპირ ეხება ჩვენი სამშობლოს სტრატეგიულ უსაფრთხოებას“, –…