ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფ…
Netgazeti · 2026-09-28
ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს.
ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.
რეგიონული მედია „მთავარი ამბების“ ცნობით, სამტრედიის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე ლურსმანს გამოედო, ინფექცია განუვითარდა და გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. „წყაროს ინფორმაციით, მოსწავლე სპორტდარბაზში სხვა ბავშვს მისდევდა, რა დროსაც სპორტდარბაზის კარი მიიხურა და კარზე დამაგრებული ლურსმანი მოზარდს გულ-მკერდის არეში გამოედო. მოგვიანებით მოსწავლეს ინფექცია განუვითარდა, რის გამოც ქუთაისში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მოზარდი თავს კარგად გრძნობს და მკურნალობის კურსს სახლში აგრძელებს“, — წერს „მთავარი ამბები“. …