„მისი ჩვენება არის უკიდურესი სირცხვილი“ — რა ილაპარაკა გომელაურმა სასამართლოში გიორგი გახარიას საქმეზე

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფ…

Netgazeti · 2026-09-30

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს.

ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის. ე. წ.

ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე, რომელზეც ბრალდებული გიორგი გახარიაა და მას ადანაშაულებენ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ჩორჩანას საგუშაგოს აგებაში, პროკურატურის მოწმეებად მოყვანილი ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების დაკითხვა გრძელდება. დღეს, 30 სექტემბერს, დაიკითხა სუს-ის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნა, რომ „სალაპარაკო ბევრი არც არაფერი აქვს“ და მას „საიდან უნდა სცოდნოდა“ ჩორჩანას საგუშაგოს შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სხდომის დახურულობიდან გამომდინარე, მოწმის…