ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობს. მოლაპარაკებების შესაძლო ადგილებად განიხილება არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, აშშ და ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა.
Minval · 2026-11-01

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან აუდიოკომენტარში 17 ოქტომბერს განაცხადა. მისი თქმით, ამერიკულ მხარეს უკვე აქვს სამმხრივი შეხვედრის ჩატარების წინადადება და ის მოლაპარაკებების შესაძლო ადგილებს განიხილავს. „აშშ ამაზე მუშაობს. მათ აქვთ სამმხრივი შეხვედრის წინადადება.
ეს შეხვედრა შესაძლოა გაიმართოს როგორც ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები ახლა საუბრობს საამიროებზე ან საუდის არაბეთზე“, — აღნიშნა ზელენსკიმ. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ შეხვედრა შესაძლოა შედგეს შეერთებულ შტატებში G20-ის სხდომის დროს. ამავდროულად, ამ ვარიანტის არანაირი დადასტურება ჯერ არც რუსეთისგან და არც აშშ-ისგან…